სამტრედიელი 'თავისუფალი დემოკრატები' გაურკვევლობაში არიან
თარიღი : 7-11-2014, 12:32 | კატეგორია: პოლიტიკა, მთავარი თემა

სამტრედიის საკრებულოში პარტია "თავისუფალი დემოკრატების" მანდატით შესული დეპუტატები აცხადებენ, რომ ჯერჯერობით არ აქვთ ზუსტი პასუხი, გადაჰყვებიან თუ არა ოპოზიციაში გადასულ პარტიას.
როგორც topnews.com ge-ს "თავისუფალმა დემოკრატებმა" განუცხადეს, გადაწყვეტილებას ისინი უახლოეს პერიოდში მიიღებენ.
"გავარკვევ ყველაფერს და პასუხი მალე მეცოდინება. ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შემიძლია", - აცხადებს "თავისუფალი დემოკრატების" სამტრედიის საკრებულოს წევრი ბადრი შენგელია.
საკრებულოს წევრები არც პარტიის დატოვებას და უმრავლესობაში დარჩენას გამორიცხავენ.
"ახლა ვესაუბრე საკრებულოს თავმჯდომარეს მაგ თემაზე. ზუსტი გადაწყვეტილება არ მიმიღია, მაგრამ მგონი, რომ დავტოვებ პარტიას და უმრავლესობაში დავრჩები", - განაცხადა გიორგი ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მყოფმა "თავისუფალმა დემოკრატებმა" კოალიციის რიგები დატოვეს და ოპოზიციაში გადავიდნენ.