Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2014 წლის ოქტომბერში საქართველოში შემოსული და ქვეყნიდან გასული მოქალაქეები

თარიღი : 7-11-2014, 11:49 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2014 წლის ოქტომბერი 469 930 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე -2,4 %–ით ნაკლებია.

რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 657 525 ვიზიტი განხორციელდა, რაც 1,7%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 1 932 492 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 9%);

ბ) ტრანზიტი - 938 667 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 20,1%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -8%);

გ) სხვა - 1 786 366 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -0,1%).

2014 წლის ოქტომბერში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-11%), აზერბაიჯანიდან (+7%), სომხეთიდან (+4%), რუსეთიდან (+2%) და უკრაინიდან (-13%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–ოქტომბერშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ლატვია, დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდები (შესაბამისად 83%, 32%, 23%, 12% და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (37%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის მოქალაქეები 49% მატებით.


ნანახია: 1846-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა.

ამინდი