ქუთაისის საეკლესიო რაგბის კლუბი სავარჯიშო მოედნის გარეშე დარჩა
თარიღი : 6-11-2014, 01:16 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის საეკლესიო რაგბის კლუბი "ბაგრატი" სავარჯიშო მოედნის გარეშე დარჩა.
რაგბის კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუნდს ისედაც გაუსაძლისი პირობები აქვს და სავარჯიშო მოედნის დაკარგვა 200-მდე მორაგბის ქუჩაში დარჩენას ნიშნავს.
"ყველას ვისაც ხელეწიფება გუნდისთვის დახმარება, გთხოვთ გულთან მიიტანოთ ჩვენი პრობლემა და დაგვეხმაროთ ამ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებაში.გუნდს ისედაც გაუსაძლისი პირობები აქვს და მოედნის გარეშე დარჩენა დიდ პრობლემას გვიქმნის. წარმატებები აქვს ‘’ბაგრატის’’ ნორჩ რაგბისტებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ფესტივალებზე ტოლდაუდებლები არიან. ჩვენი გუნდიდან საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში თამაშობენ პატარა „ბაგრატელი“ მორაგბეები. მოგეხსენებათ რაგბი მხოლოდ თამაში არ არის - და შესაბამისად მოედნის არქონა ნიშნავს 200 მდე მორაგბის ქუჩაში დარჩენას და განუსაზღვრელ შედეგებს რაც ამას მოჰყვება. იმედი გვაქვს დროულად გადავლახავთ ამ პრობლემას კეთილი ხალხის დახმარებით," - აცხადებენ "ბაგრატში".
საეკლესიო გუნდი „ბაგრატი“, რომელიც 7 წლის წინ დაარსდა, დღემდე სტაბილურად ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში. „ბაგრატი“ ბოლო 4 წელია პირველი ლიგის გუნდებს შორის პირველ რიგებშია და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელ პლეიოფის თამაშებს ატარებს.