Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება ხვალ იმერეთში? 06.11.2014

თარიღი : 5-11-2014, 23:34 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
12:00 საათი-ქუთაისის მერიასთან პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გოგი წულაია ბრიფინგს გამართავს.

15:00 საათი- ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ თეატრთან დაგეგმილია აქცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის მიზნით. აქციის ორგანიზატორია "ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის" (ყოფილი "პირველი ნაბიჯი საქართველოს" ქუთაისის ფილიალი) პროექტით " შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადვოკატირების ქსელი – DAN".

2014 წლის 6 ნოემბერს,ქ. ქუთაისში, ტარდება დამწყები მეწარმეების კონფერენცია: „მცირე ბიზნესის წამოწყება და განვითარება საქართველოში“, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პროექტის ფარგლებში მხარდაჭერილი წარმატებული მცირე მეწარმეები დასავლეთ საქართველოს რაიონებიდან, იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლება და ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლები (საბანკო-საფინანსო, სავაჭრო, სადაზღვევო, მომსახურების). კონფერენციაზე მეწარმეები გაეცნობიან წარმოდგენილი ბიზნეს-ორგანიზაციების საქმიანობასა და პროდუქტებს და დამყარდება ორმხრივი ან მრავალმხრივი საქმიანი კავშირები. კონფერენციაში მონაწილე მეწარმეების საქმიანობის ძირითადი სფეროებია: სასათბურე მეურნეობა, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, საცალო ვაჭრობა, მომსახურება და წარმოება (მინი-საწარმო). კონფერენცია დაიწყება 6 ნოემბერს, 11 სთ-ზე, სასწავლო ნაწილით (ბრენდინგისა და მარკეტინგის ვორკშოპები), რომელიც გაგრძელდება 13 სთ-მდე. ხოლო 14-დან 16 სთ-მდე იქნება შეხვედრა ბიზნეს-ორგანიზაციებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

16:00 საათი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში "წიგნის მცველის" პრეზენტაცია გაიმართება.


თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com


ნანახია: 1324-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
რა ხდება ხვალ იმერეთში? 23.01.2014 ანონსი
რა ხდება ხვალ იმერეთში? 24.01.2014 ანონსი
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ

ამინდი