სემეკის ყოფილ შენობაში ქალაქის სოციალური სამსახური გადადის

ქუთაისში, სემეკის ყოფილ შენობაში ქალაქის სოციალური სამსახური გადადის.
როგორც ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ თემურ ნადირაძემ განაცხადა, სემეკის ყოფილ შენობაში საყოველთაო ჯანდაცვა უკვე გადასულია, 15 ნოემბერს კი მერიის სოციალური სამსახური გადავა.
„ ე.წ სობესი 15 ნოემბერიდან სემეკის ყოფილ შენობაში გადადის. იქ უკვე ასობით ადამიანი დაიწყებს ყოველდღიურად მისვლა და ეს ადგილი ისევ გამოცოცხლდება. მიხარია, რომ ისეთი სამსახური, როგორც სოციალური სამსახურია კარგ და კომფორტულ შენობაში გადავა, სადაც მოქალაქეებს უკეთ მოემსახურებიან,“- აცხადებს თემურ ნადირაძე.
თემურ ნადირაძემ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია უკლებამ განაცხადა, რომ სემეკის ყოფილ შენობაში მოუვლელობის გამო ეკალ-ბარდებია ამოსული.