ქუთაისელი მწერელების ნაწარმოებების დაფინანსებას 7-კაციანი საბჭო გადაწყვეტს
თარიღი : 5-11-2014, 15:58 | კატეგორია: საზოგადოება, კულტურა

ქუთაისის მერი შოთა მურღულია მწერლებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს ხელოვნების სფეროში კონკრეტულად მწერლობაში არსებული პრობლემური საკითხები წარმოადგენდა. ქალაქის მერმა მწერლების მიერ გამოთქმული შენიშვნები და ინიციატივები მოისმინა.
მათ განსაკუთრებული ყურადღება წიგნების და ჟურნალ-გაზეთების დაფინანსებაზე გაამახვილეს, რათა ფართო საზოგადოებამ გაიცნოს ქუთაისელი მწერლების შემოქმედება. შეხვედრაზე განხილულ იქნა სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც.
,, მწერლებს, ისევე როგორც ხელოვნების ცალკეული დარგის მუშაკებს, მათ მიერ წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება. ვისაუბრეთ იმაზე , რომ შეიქმნება 7 წევრისაგან შემდგარი საბჭო, რომელიც განიხილავს რა პუბლიკაციები უნდა დაფინანსდეს და რა ღონისძიებები უნდა გაიმართოს, რაც მაქსიმალურად იქნება ასახული 2015 წლის ბიუჯეტში,“-განაცხადა შეხვედრაზე შოთა მურღულიამ.