„ნაციონალი“ გია უკლება ქუთაისის მერს მადლობას უხდის
თარიღი : 5-11-2014, 14:27 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია უკლება ქუთაისის მერსა და ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.
„ნაციონალი“ დეპუტატის თქმით, ხელისუფლების ცვლილიების შემდეგ საპარლამენტო ქალაქი სოფელს ემსგავსება და ქალაქის მერის ხელშწყობით ქუთაისში სოფლის პროგრამები ამუშავდა.
„ სოფლის ხელშეწყობის პროგრამაში ვგულისხმობ იმას, რომ ქუთაისის ცენტრში უკვე თავისუფლად დასეირნობენ ძროხები, ასევე ქალაქში არსებულ ყოფილ „სემეკის“ შენობაში მოუვლელობის გამო სარეველა ბალახები და ეკალ-ბარდებია ამოსული. მინდა ვთოხოვო ქუთაისის მერს, თუ ქუთაისის საბოლოოდ სოფლად გადაქცევის სურვილი აქვს ბიძინა ივანიშვილთან გვიშუამდგომლოს და მეტი მრავალფეროვნებისათვის ქუთაისში ძროხების გარდა, ზებრები ჩამოგვიყვანონ,“- აცხადებს გიორგი უკლება.