ქუთაისის მერი მერიის საკონკურსო კომისიის დატოვებას არ აპირებს
თარიღი : 5-11-2014, 14:01 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე დავით დვალი არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“-ს მოთხოვნას პასუხობს. ორგანიზაციის თავმჯდომარე გია გოქაძე ქუთაისის მერს შოთა მურღულიას მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო კომისიის დატოვებისაკენ მოუწოდებს.
დვალი არასერიოზულს უწოდებს გოქაძის მოთხოვნას და აცხადებს, რომ კომისიას ბევრი სამუშაო აქვს, რის გამოც არასერიოზულ მოთხოვნებს ვერ უპასუხებს.
„შოთა მურღულია არც ერთი პარტიის წევრი არ არის. არასერიოზული ადამიანების არასერიოზულ განცხადებაზე სერიოზულ პასუხს ვერ გავცემ. მე ვურჩევდი ამ ადამიანებს უპასუხისმგებლო და უშინაარსო განცხადებების კეთების ნაცვლად, სერიოზული საქმეებით დაკავდნენ,“ - ამბობს დვალი.