ქუთაისის მერიაში 5 000 განაცხადი შევიდა
თარიღი : 5-11-2014, 13:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიაში გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადების მიღება დასრულდა.
ქუთაისის მერიის მუდმივმოქმედმა საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მუშაობა დაიწყო. კომისიის თავმჯდომარის დავით დვალის ინფორმაციით, მერიაში 5 000-მდე განაცხადი შევიდა. ამ დროისათვის კომისია აპლიკანტთა დოკუმენტაციის გადარჩევით არის დაკავებული.
რაც შეეხება ქალაქის საკრებულოს, საკრებულოში არსებულ ვაკანტურ ადგილებზე განაცხადების მიღება დღეს სრულდება.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიასა და საკრებულოში სულ 182 ვაკანტური ადგილია.