Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში მასწავლებელთა ყოფილი სახლის შენობა გასხვისდა

თარიღი : 5-11-2014, 11:51 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მასწავლებელთა სახლის ყოფილი შენობა გაიყიდა. შენობა 24 ოქტომბერს გამართული აუქციონის შედეგად გასხვისდა. გამარჯვებული შ.პ.ს hp ჯგუფია.
გამარჯვებულ კომპანიას ქალაქის მერიამ გარკვეული პირობები დაუწესა:
" ვინაიდან შენობა მდებარეობს ქალაქ ქუთაისის ისტორიულ ზონაში, ირგვლივ მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ნუსხაში შეტანილ შენობათა 50 მ-იან არეალში – აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ყოფილი მასწავლებელთა სახლის შენობის (მდებარე ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირის №4/ცისფერყანწელების ქუჩის №4-ში) რეკონსტრუქციის პროექტი და მშენებლობა განახორციელოს, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
ბ. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირის №4/ცისფერყანწელების ქუჩის №4-ში მდებარე პრივატიზებული ობიექტის რეკონსტრუქციისა და მშენებლობის სამუშაოები დაასრულოს 2016 წლის ბოლომდე. გარდა ამისა, მყიდველმა ქონების საკუთრებაში გადაცემისთანავე 6 (ექვსი) თვის ვადაში გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, ამორტიზირებული შენობის მიმდებარე ტროტუარებზე ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების წესებისა და მოთხოვნების სრული დაცვით," - აცხადებენ მერიაში.


ნანახია: 1990-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე შენობაში უკვე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რომლის დასრულების ვადად სამუშაოების მწარმოებელს 7 თვე აქვს
მწერალთა სახლის უკვე ყოფილი შენობა ავარიულ მდგომარეობაშია.
შპს–ს შენობის რესტავრაციისთვის განკუთვნილი ვადები არ გააჩნია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლის ყოფილი შენობა სავარაუდოდ

ამინდი