ქუთაისის მერს მერიის საკონკურსო კომისიის დატოვებისკენ მოუწოდებენ
თარიღი : 5-11-2014, 11:14 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ქუთაისის მერს შოთა მურღულიას ქალაქის მერიის მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობიდან გასვლისაკენ მოუწოდებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დღეს ბრიფინგი გამართეს. ორგანიზაციის თავმჯდომარის გია გოქაძის თქმით, შოთა მურღულია ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, ამიტომ მან კომისია უნდა დატოვოს.
„ასევე, ჩვენი მეორე მოთხოვნაა, რომ კონკურსის ეტაპებიდან ამოიღონ გასაუბრება, რადგან ამ შემთხვევაში გასაუბრება ნეპოტიზმის საფრთხეს შეიცავს. მიმაჩნია, რომ საჯარო მოხელეების მიერ ჩასაბარებელ ტესტებში უნარების 25%-იანი ზღვარი საკამოდ მაღალია, როდესაც ადვოკატებს 5 და 10%-იანი ზღვარი აქვთ,“ - ამბობს გოქაძე.
გია გოქაძის თქმით, ქუთაისის მერიასა და საკრებულოშ იარსებულ 179 ვაკანტურ ადგილზე შესული 4 000-მდე განაცხადი იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ ქუთაისში სამუშაო ადგილები არ არსებობს და მოსახლეობა დასაქმებას საჯარო სამსახურში ცდილობს.