სოციალურად დაუცველ ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცეს
თარიღი : 4-11-2014, 21:10 | კატეგორია: საზოგადოება

ქართულ-გერმანულ ცენტრში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. გერმანულ-ქართული ცენტრის ხელმძღვანელმა როლანდ კოლბეკმა ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს ფულადი დახმარება გადასცა. ფულადი დახმარება, რომელიც 200-მდე ბავშვს გაეწია, ერთი წლის მანძილზე შეგროვდა. ქართულ-გერმანული ცენტრი საქველმოქმედო აქციებს გერმანელი ქველმოქმედების მეშვეობით პერმანენტულად ატარებს. საქველმოქმედო აქციები მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება.
,,ქართულ-გერმანული ცენტრი ამ ქალაქში კეთილ საქმეს აკეთებს და ბევრ სოციალურ პროგრამას ახორციელებს. წლის მანძილზე ასობით ოჯახს ეხმარებიან. ჩვენ მივესალმებით ასეთი სახის აქციებს. რაც უფრო მეტი ადამიანი და ორგანიზაცია ჩაერთვება სოციალურად დაუცველი ადამინების დახმარებაში, ეს იქნება ძალიან კარგი. ყველამ ერთად უნდა გადავჭრათ პრობლემა,"-აღნიშნა შოთა მურღულიამ.
საქველმოქმედო კვირეულის ფარგლებში როლანდ კოლბეკი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვებს შეხვდება, ასევე, დღის ცენტრებსა და წყალწითელას პანსიონში მივა, სადაც სოციალურად დაუცველებს დახმარებას გადასცემს.