Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

არასამთავრობო ორგანიზაცია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის უარს პასუხობს

თარიღი : 4-11-2014, 16:25 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაცია „ დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი“ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დვალს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის წარმომადგენელი გია გოქაძე ორგანიზაციის სახელით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა ბატონ დავითს შევახსენოთ, რომ ქუთაისის მოსახლეობის მიერ არჩეულ საკრებულოს წარმოადგენს და ქალაქისათვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხის მიმართ აგდებული დამოკიდებულება მის პოლიტიკურ მომავალზეც უარყოფითად იმოქმედებს.

მთელი პასუხისმგებლობით გვინდა განვაცხადოთ, რომ რასაც ის სიმულიანტობას უწოდებს, ქალაქისადმი ერთგულების მცდელობაა და არა პარტიული ხელმძღვანელობისადმი, რომელიც არ გვყავს!

მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს თემაზე, ნებისმიერ ფორმატში საკრებულოს საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა, საკრებულო ქალაქის ინტერესების საწინააღმდეგოდ საეჭვოდ დუმილს ამჯობინებს, რაც საფუძვლიან ეჭვს გვიტოვებს, რომ სწორედ ეს არის პარტიული ხელმძღვანელობის მიმართ ერთგულების დამტკიცების მცდელობა, რომელთაც ქალაქიდან პარლამენტის გატანის გადაწყვეტილება პირადი კომფორტის უზრუნველყოფისთვის, რამოდენიმე კაცის ახირებით, ქუთაისის ხარჯზე აქვს მიღებული.

მიგვაჩნია რა, რომ ქალაქის მართვაზე პასუხიმგებელი ორგანო საკრებულო და მისი თავმჯდომარე, რომელიც ყოფილი მოსამართლეა, კონსტიტუციის დარღვევით მიღებულ გადაწყვეტილებაზე შესატყვის რეაქციას უნდა აკეთებდეს. კიდევ ერთხელ მივმართავთ თხოვნით ქუთაისის საკრებულოში შემავალ ყველა ფრაქციას, დროებით გვერდზე გადადონ პოლიტიკური უთანხმოებები, დააფიქსირონ პოზიცია ქუთაისისთვის ყველაზე აქტუალურ და სასიცოცხლო საკითხზე და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქალაქის მომავლის შენარჩუნებაში,“ - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი“ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის სრულად ფუნქციონირების კუთხით მუშაობს. ორგანიზაციამ პარლამენტის ადგილსამყოფელთან დააკვშირებით ქუთაისის საკრებულოსგან რიგგარეშე სხდომის მოწვევა სთხოვა, თუმცა საკრებულოსგან უარი მიიღეს.


ნანახია: 1649-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ორგანიზაციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ქალაქის საკრებულოსგან მიღებული ის წერილი შეაფასეს, რომლითაც ქუთაისის საკრებულომ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრთა განცხადებით, იმერეთის რეგიონის განვითარების ერთ–ერთი პირობა ქუთაისში პარლამენტის სრულად
"ევროპა ჩვენი სახლია" NDI-ს კვლევის შედეგებს აფასებს.
ორგანიზაციის წევრთა განმარტებით, ქვეყნის თანაბარი განვითარების პირობა საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირებაა.
"ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში საქართველოს პარლამენტის ფუნქციონირების საკითხთან დაკავშირებით ქალაქსა და ქვეყანაში მოქმედი
"ევროპა ჩვენი სახლია"-ს თავმჯდომარეს კითხვებს ქუთაისის საკრებულოს აპარატში პასუხობენ.

ამინდი