Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების ბრალდებებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო პასუხობს

თარიღი : 12-09-2013, 21:20 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
განსასჯელ ვანო მერაბიშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისათვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე არაუფლებამოსილმა მოსამართლემ იმსჯელა, სასამართლო პასუხობს.
სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული, სამოქალაქო საქმეთა პალატებისა და საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეებს მართლმსაჯულების განხორციელების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, დაევალათ საქმის განხილვაში მონაწილეობა ამავე სასამართლოს სხვა პალატებში,ან საგამოძიებო კოლეგიაში.
სასამართლოს პრესსამსახურის ცნობით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში უფლებამოსილებას ახორციელებდა მხოლოდ ერთი მოსამართლე – მალხაზ ოქროპირაშვილი.
"2013 წლის 15 მაისის მდგომარეობით, საგამოძიებო კოლეგიაში განსახილველმა საქმეებმა მკვეთრად მოიმატა – განსახილველად შემოვიდა 159 საქმე. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი დაფიქსირებულია მხოლოდ 21. შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით საგამოძიებო კოლეგიაში განისაზღვრა მოსამართლეთა შემდეგი რიგითობა: 1. გურული მალხაზი. 2. ოქროპირაშვილი მალხაზი. აღნიშნული ბრძანება ძალაშია დღეის მდგომარეობითაც," - განმარტავენ სასამართლოში.


ნანახია: 1970-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, მერაბიშვილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პატიმრობა
ორი მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
მსჯავრდებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან განაჩენის გამოცხადებისთანავე გათავისუფლდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.

ამინდი