Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველო-ისრაელის 26-საუკუნოვანი მეგობრობა ქუთაისში აღნიშნეს

თარიღი : 3-11-2014, 20:03 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ისრაელის ელჩს იუვალ ფუქს, ქალაქ აშკელონის მერს იტამან შიმონს და აშკელონის ვიცე-მერს შაფთაი ცურის უმასპინძლეს.
ვიზიტი საქართველო-ისრაელის 26 საუკონოვანი მეგობრობის ფარგლებში შედგა. 2014 წელი პრემიერ-მინისტრის მიერ საქართველო-ისრაელის წლად არის გამოცხადებული.შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
“ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და გავაღრმაოთ ურთიერთობები. ვფიქრობ, ეკონომიკურ თუ კულტურულ სფეროებში უნდა დამყარდეს თანამშრომლობა”, – განაცხადა შეხვედრაზე აშკელონის მერმა.
,,ჩვენ ვიმყოფებოდით ისრაელში, სადაც საფუძველი ჩაეყარა უამრავ სასიკეთო პროექტს, რომლის განხორციელებას ეტაპობრივად შევძლებთ. დიდი პატივია ისრაელის დელეგაციის სტუმრობა ქუთაისში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების გაღრმავება,“-განაცხად ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
საქართველო-ისრაელის 26 საუკონოვანი მეგობრობის ფარგლებში ,ადგილობრივი თვითმმართველობის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სტუმრებთან ერთად ბორის გაპონოვის ძეგლი გახსნეს.ბორის გაპონოვმა წლების მანძილზე ქართული კულტურა გაიტანა ისრაელში. მის მიერ თარგმნილი ვეფხისტყაოსანი აღიარებულია საუკეთესო უცხოენოვან თარგმანად.


ნანახია: 1694-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მიმდინარე წლის ოქტომბერში ისრაელის დელეგაცია ქუთაისს ეწვევა.
ელჩთან შეხვედრა მესხიშვილის თეატრში გაგრძელდა
მხარეებმა ორ ქალაქს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობასა და იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომლებიც უახლოეს პერიოდში უნდა
ამ დროისთვის ზუსტი დეტალები უცნობია თუ რამ გამოიწვია სკულპტურის დაზიანება.
გაპონოვის მიერ თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" ერთ–ერთ საუკეთესო ნიმუშად ითვლება

ამინდი