"ქუთაისის საკრებულო არის ბუტკაში"
თარიღი : 3-11-2014, 11:48 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლის“ წარმომადგენლები ქუთაისის საკრებულოს ქალაქის ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.
ორგანიზაციის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ქალაქის საკრებულოსგან მიღებული ის წერილი შეაფასეს, რომლითაც ქუთაისის საკრებულომ საქართველოს პარლამენტის ქალაქში ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარი განაცხადა.
საკრებულოსგან მიღებულ წერილში განმარტებულია, რომ რიგგარეშე სხდომა გამგებლის ან მერის წინადადებით, ასევე, საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნითა და საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით მოიწვევა.
„ქუთაისის არჩეული თვითმმართველობა ვალდებულია ქალაქის თითოეულ ამომრჩეველს უთხრას როგორ წარმოუდგენია ქუთაისის მომავალი. ჩვენ საპარლამენტო ქალაქის გარდა ალტერნატივა არ გვაქვს,“ - ამბობს ორგანიზაციის წევრი გიგა შუშანია.
„ბიძინას სიტყვა რომ ვიხმაროთ, ქუთაისის საკრებულო არის ბუტკაში და არა ქალაქის ინტერესების სადარაჯოზე,“ - ამბობს „დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლის წარმომადგენელი გია გოქაძე.
„დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლის“ წარმომადგენლები ქალაქის საკრებულოს იმ წევრებს, რომლებიც ქუთაისში პარლამენტის სრულყოფილად ფუნქციონირებას მხარს უჭერენ, პოზიციის ინდივიდუალურად დაფიქსირებისაკენ მოუწოდებენ.