Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ექსტრემალების აღმოჩენა-უცნობი მღვიმე რაჭაში

თარიღი : 2-11-2014, 20:43 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მთამსვლელთა და მოგზაურთა კლუბმა „თეთნულდმა“ , რომელიც რაჭაში მღვიმეების შესასწავლად იმყოფებოდა, ახალი მღვიმე აღმოაჩინა.
კლუბის წევრები მღვიმის ზუსტ მდებარეობას ამ დროისათვის ვერ ასახელებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ახალი მღვიმე მასშტაბურია და მის შესაძლებლობებზე მღვიმის შესწავლის შემთხვევაში მეტის თქმა შეეძლებათ.
„კლუბი „თეთნულდი“ ვიყავით წასული რაჭაში მღვიმეების შესასწავლად. ერთ-ერთ მღვიმეში, რომელიც მცირე ზომის ეგონათ, მივაგენით გასასვლელს, რომელიც უკავშირდებოდა მეორე, უფრო დიდი მასშტაბის მღვიმეს.მღვიმის ზუსტი სიგრძე ამ დროისათვის არ გაგვიზომავს, მაგრამ დაახლოებით ოთხსაათნახევარი დასჭირდა მის დათვალიერებას და უკან დაბრუნებას. ანუ საკმაოდ მასშტაბურია. შეგვიძლია, რომ სათაფლიის მღვიმეს შევადაროთ.
ჩვენს მიერ აღმოჩენილ მღვიმეს რამდენიმე პატარა განშტოება და სართულები აქვს. ასევე შეგვხვდა ჭები, თუმცა ჭების დათვალიერება ამ დროისათვის ვერ მოხერდა.
მღვიმეში ასევე აღმოჩენილია საინტერესო და იშვიათი სახის ნაღვენთი წარმონაქმნები, რომელთა იდენტიფიცირებაც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში მათ შესახებაც უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება. გარკვეული მიზეზების გამო, მღვიმის ლოკაციას ვერ ვასახელებთ. ექსპედიცია ორდღიანი იყო და რომ არა ამინდის გაუარესება, მეორე, ცალკე მყოფი მღვიმის შესწავლაც იგეგმებოდა,“ – ამბობს მთამსვლელი გიორგი ენუქიძე.
ამინდების გაუმჯობესების შემთხვევაში, კლუბი „თეთნულდი“ აღმოჩენის ადგილას დაბრუნებას და მღვიმის დეტალურად შესწავლას გეგმავს.


ნანახია: 4097-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მანდაეთის მღვიმეს აქამდე მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლელი ჰქონდა, რომელსაც „ზაქარიას კლდის მღვიმე“ ეწოდებოდა.
აღნიშნული ჭიათურის სოფლებში ტურისტებისათვის საინტერესო ადგილებში საინფორმაციო ბანერების დაზიანების მეორე ფაქტია.
აღმოჩენა მღვიმის სანაოსნო მონაკვეთის ახალი სიფონების კვლევის ფარგლებში მოხდა.
წლების განმავლობაში დაკეტილ მღვიმეს მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ნავენახევის მღვიმე, რომელიც თერჯოლაში მდებარეობს, პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ
გადაწყვეტილება გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ უკვე მიიღო.

ამინდი