Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიის რაიონში რამდენიმე სოფელი დაიტბორა

თარიღი : 2-11-2014, 15:21 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სტიქია სამტრედიაში.
ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად სამტრედიის რაიონის 5 სოფელში სახნავ-სათესი მიწები, საცხოვრებელი სახლები და სათბურები დაიტბორა, ასევე დახოცილია შინაური ფრინველი.

ადგილობრივების განცხადებით, გარდა ამისა, განადგურებულია მოსახლეობის მიერ ზამთრისთვის შემონახული სურსათ-სანოვაგე.

"ორდღიანი გადაუღებელი წვიმის შედეგად დიდი ზარალი მოგვადგა მოსახლეობას - მთლიანად გაგვინადგურდა ნათესები და ასევე ზამთრისთვის შესანახი ყველა პროდუქტი გამიფუჭდა. ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას ვთხოვთ, რადგან ყოველი გაწვიმების შემდეგ საშინელ დღეში ვართ", - აცხადებს ნუნუ ნუკურაძე.

ადგილზე სამტრედიის გამგებელი ვალერი ფოცხვერიაც იმყოფებოდა. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ზარალი მიადგა სოფლის მოსახლეობას. გამოდარებისთანავე ისინი ზარალს დაითვლიან და მოსახლეობას შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.


ნანახია: 2033-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც მოსახლეობა აცხადებს, რაიონის დატბორვის მიზეზი გაუმართავი სანიაღვრე სისტემაა, რის გამოც ყოველი წვიმის შედეგად მათი
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად სახლების პირველი სართულები დაიტბორა.
რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, სოფელში ადგილობრივების საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა.
ადგილზე სამაშველო ჯფუფები მუშაობენ, რომლებიც სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვას ცდილობენ.

ამინდი