ქუთაისის მერიის თანამშრომლები ატესტაციას 16 ნოემბერს გაივლიან
თარიღი : 1-11-2014, 20:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის მერიაში დასაქმებულ საჯარო მოხელეთა ატესტაციისა და ტესტირების თარიღი ცნობილია.
ქალაქის მერის შოთა მურღულიას ბრძანებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პირველი ეტაპის-ტესტირების ჩატარების თარიღად 16 ნოემბერი, ხოლო ატესტაციის მეორე ეტაპის-გასაუბრების ჩატარების დრო 25 ნოემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.
ქალაქის მერის ბრძანებით ასევე განისაზღვრა ატესტაციას დაქვემდებარებულ პირთა სია. კერძოდ, ატესტაციას გაივლიან მერისა და მერის მოადგილის თანაშემწეები, ასევე, განყოფილებების უფროსები და მათი მოადგილეები, წამყვანი და მთავარი სპეციალისტები.
ქუთაისის მერის ბრძანებით ასევე განსაზღვრულია ტესტირებისათვის მინიმალური გამსვლელი ზღვარი. კერძოდ, საჯარო მოხელემ 60 კითხვიდან სწორად 42 კითხვას უნდა უპასუხოს.