ქუთაისის ციხესთან პატიმრის შვილმა თავის დაწვა სცადა
თარიღი : 1-11-2014, 18:00 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან პატიმრის შვილი თავის დაწვას ცდილობდა. ამავე ციხეში მყოფი ზუგდიდელი პატიმრის რუსლან პერტაიას შვილმა თავზე ბენზინი გადაისხა და განაცხადა, რომ ის უსამართლობასთან ბრძოლას ამგვარად აპირებდა.

რუსლან პერტაიას ოჯახების წევრების ციხესთან მისვლა იმ ინფორმაციამ გამოიწვია, რომელიც მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიიღეს. კერძოდ, პატიმრის შვილი ნათია პერტაია აცხადებდა, რომ მამამისს მუცელი გამოჭრილი ჰქონდა, ხოლო ხელი იატაკზე ჰქონდა მიჭედებული.
„მამაჩემი უარს ამბობს ექიმის დახმარებაზე. ამბობს, რომ ურჩევნია სისხლისგან დაიცალოს და მოკვდეს, ვიდრე ციხეში უკანონოდ ისჯეს,“ - ამბობს პატიმრის შვილი ნათია პერტაია.
რუსლან პერტიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გასარკვევად ციხეში იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები. სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა მადონა ბასილაძემ განაცხადა, რომ პატიმრის მდგომარეობაზე ოჯახის წევრებს ზუსტი ინფრორმაცია ჰქონდათ.
ადგილზე თვითმკვლელობის აღკვეთის მიზნით მობილიზებულ იყვნენ სასწრაფო, საპატრულო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
პატიმრის შვილმა ოჯახის წევრების დაჟინებული თხოვნით, თვითმკვლელობის გადაწყვეტილება შეცვალა.
ცნობისთვის, რუსლან პერტაიას ერთი ტომარა თხილის ქურდობა ედება ბრალად.