"ბიჭები მოედანზე მაქსიმალურს გავიღებთ მოსაგებად", -ქუთაისის ტორპედოს თბილისის დინამოს დამარცხების იმედი აქვს
თარიღი : 1-11-2014, 11:50 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის „ტორპედო“ თბილისის „დინამოს“-თან შესახვედრად ემზადება.
საფეხურთო მატჩი 2 ნოემბერს, 18:00 საათზე, „ტორპედო“-ს მოედანზე გაიმართება.
„ტორპედო“-ს მწვრთნელის რევაზ ძოძუაშვილის განცხადებით, გასული წლისგან განსხვავებით, მიმდინარე წელს გუნდს ლიდერებში ყოფნის პრეტენზია აქვს. მწვრთნელი იმასაც ამბობს, რომ თუ იღბალი ხელს შეუწყობთ, გულშემატკივარი საინტერესო ფეხბურთს ნახავს.
„კვირას დიდი გამოცდა ელის, როგორც თითოეულ ფეხბურთელს, ისე მწვრთნელსა და გულშემატკივარს. მგონი, „ტორპედოს“ წინსვლა უკვე ჩანს, იქედან გამომდინარე, რომ შარშანდელისგან განსხვავებით წელს ლიდერებში ყოფნის პრეტენზია გვაქვს და მთელი ქალაქის დახმარებით, ამას თამაშითაც ვამტკიცებთ. ჩვენს მომავალ მეტოქეს რაც შეეხება, გუნდს არანაირი პრობლემა არ აქვს და შედეგებიც შესაბამისია. გპირდებით, რომ ყოველი ტორპედოელი, ვინც მოედანზე გამოვა თავდადებული ითამაშებს და ყველა დავალებას შეასრულებს, რასაც გუნდი შეიმუშავებს,“- ამბობს რევაზ ძოძუაშვილი.
გუნდის მცველის ვაჟა ტაბატაძის თქმით, გუნდში ყველანი აცნობიერებენ მომავალი მატჩის მნიშვნელობას.
„ქართული კლასიკო“, მართლაც პირველობის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია, თუ საუკეთესო არა. „დინამო“ ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, თუმცა ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ შეგვწევს ძალა ჩემპიონობის უმთავრესი ფავორიტის დამარცხებისა. თანაც, სატურნირო მდგომარეობაშიც უნდა გამოვასწოროთ ჩვენი საქმე. ეს ნამდვილად ვიცი, რომ ბიჭები მოედანზე მაქსიმალურს გავიღებთ მოსაგებად. გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე, ისიამოვნონ თამაშის ხილვით და მხარი დაგვიჭირონ. ჩვენ კი არაფერს დავაკლებთ, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ,“ ამბობს ტაბატაძე.