ქუთაისის მაჟორიტარს სხდომების არასაპატიოდ გაცდენისათვის ხელფასს უქვითავენ
თარიღი : 31-10-2014, 23:23 | კატეგორია: პოლიტიკა

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე იმ დეპუტატებს შორის მოხვდა, რომლებიც პლენარულ სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენენ.
პარლამენტის სესიაზე ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დეპუტატების მიერ ოქტომბრის თვეში გაცდენილი სხდომების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა.
როგორ ირკვევა, გუბაზ სანიკიძის გარდა, სესიას არასაპატიო მიზეზით არ დაესწრნენ აკაკი ბობოხიძე, მარიკა ვერულაშვილი, შალვა კიკნაველიძე, თინათინ ხიდაშელი, შოთა ხაბარელი, ნინო გოგუაძე, ნიკოლოზ ყიფშიძე და თედო ჯაფარიძე.
მანანა კობახიძის განცხადებით, დეპუტატებს სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის, პარლამენტის რეგლამენტის თანხმად, ხელფასიდან თანხა დაექვითებათ.