იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს დახმარებით მოქალაქე ციხეს გადაურჩა
თარიღი : 31-10-2014, 18:56 | კატეგორია: სამართალი, მთავარი თემა

2014 წლის სექტემბრის თვეში იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატს მერაბ წულაიას დაევალა პრობაციონერ ი. კ.–ს დაცვა. ადვოკატის საქმეში ჩართვის დროისათვის პრობაციის ეროვნული სააგენტო ითხოვდა, რომ პრობაციონერ ი.კ.-ს პირობითი სასჯელი შეცვლოდა პატიმრობით და დაახლოებით 2 წელი გაეტარებინა ციხეში. აღნიშნულ მოთხოვნას საფუძვლად ედო ის გარემოება, რომ ი.კ. არ გამოცხადდა პრობაციის ბიუროში.
ადვოკატმა საქმეში ჩართვის შემდეგ დაიწყო იმ მიზეზების გამორკვევა, რით იყო გამოწვეული ი.კ.-ს პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობა. ადვოკატმა გაარკვია, რომ ი.კ. არის მარტოხელა, არ ჰყავს ოჯახის წევრები, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა და პრობაციის სამსახურში მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საარსებო თანხის მოსაპოვებლად სხვა ქალაქში სამუშაოდ გამგზავრებით, მოგვიანებით კი ტოქსიკური მოწამლვის შედეგად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რის გამოც მოთავსებული იყო საავადმყოფოში და აქედან გამომდინარე ვერც პრობაციის ბიუროში გამოცხადდებოდა.
„ამასთანავე მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებაც, რომ პირობითი მსჯავრის ამოწურვამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი და საცოდაობა იქნებოდა თუ ერთი კვირის სანაცვლოდ მას დაეკისრებოდა სასჯელის მოხდა 1 წლით, 10 თვისა და 15 დღის ვადით,“ - ამბობს ადვოკატი.
პროცესის დღეს ი.კ. გამოცხადდა სასამართლოში, სადაც კონსულტაცია გაიარა ადვოკატთან. ზემოთაღნიშნულ გარემოებებზე ადვოკატის მხრიდან მითითების მიუხედავად, პრობაციის წარმომადგენელმა მაინც მოითხოვა ი.კ.-სათვის პირობითი სასჯელის პატიმრობით შეცვლა.
ადვოკატმა კი სასამართლოს სთხოვა, არ დაეკმაყოფილებინა პრობაციის ბიუროს შუამდგომლობა.
„საბოლოოდ სასამართლომ სრულებით გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და არგუმენტაცია და არ დააკმაყოფილა პრობაციის ბიუროს წარდგინება, რის შედეგადაც ი.კ. გადაურჩა ციხეში მოხვედრას და პატიმრობას,“ - ამბობს ადვოკატი მერაბ წულაია.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.