გაზგასამართ სადგურებზე უსაფრთხოების დაცვას სახელმწიფო მკაცრად გააკონტროლებს
თარიღი : 31-10-2014, 17:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

გაზგასამართი სადგურების უსაფრთხოების დაცვის წესები საგრძნობლად მკაცრდება. ცვლილების მიხედვით, გაზგასამართი სადგურები უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
ახალი ნორმების მიხედვით გაზგასამართი სადგურის ექსპლუატაციისას უსაფრთხოების წესების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამოების აღმოჩენა ობიექტის მფლობელის 200 – დან 1500 ლარამდე დაჯარიმებას გამოიწვევს. ნებისმიერ სადგურის ფარულად ექსპლუატაცია 1000 ლარიან სანქციას დაექვემდებარება, ტექნიკური ინსპექტირების ჩაუტარებლობა კი 750 ლარიან ჯარიმას. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
,,გაზგასამართი სადგურები საქართველოში მომრავლდა და მათზე სახელმწიფოს მხრიდან დღეს ზედამხდველობა არ ხორციელდება. ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული გაზგასამართი სადგურები წარმოადგენს მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებს, შესაბამისად ამ ცვლილების თანახმად და მისი მიღების შემთხვევაში გაზგასამართ სადგურებზე განხორციელდება ტექნიკური ზედამხედველობა, რაც გულისხმობს, პირველ რიგში, მისი უსაფრთხოების წესების დადგენას’’,– განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია მიქელაძემ.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ცვლილების შედეგად,გაზგასამართი სადგურების უსაფრთხოებაზე მონიტორინგს და დაჯარიმებას, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის საააგენტო განახორციელებს.როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი რატი აბულაძე აცხადებს,აქამდე ეკონომიკის სამინისტროს ეს ფუნქცია არ ქონდა. მისივე თქმით, ცვლილებების განხილვა ამ ეტაპზე უკვე პარლამენტში მიმდინარეობს.
წყარო: commersant.ge