ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე: ქალაქის მერი დიმიტრი კოპალიანია
თარიღი : 12-09-2013, 19:28 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის თქმით, ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით ქალაქის მერი კვლავ დიმიტრი კოპალიანია, რადგან საკრებულოს, მერის განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არ განუხილავს.მარგველაშვილის განცხადებით, ისინი ხვალ საკრებულოს რიგგარეშე სხდომას მოიწვევენ, სადაც ერთადერთ საკითხს, დიმიტრი კოპალიანის განცხადებას, გადადგომასთან დაკავშირებით განიხილავენ.
“ვიდრე საკრებულო არ განიხილავს მერის განცხადებას თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით, მანამ ის იურიდიულად კვლავ ქალაქის მერად ითვლება. ამიტომ ხვალ ჩვენ ჩავნიშნეთ საკრებულო და განვიხილავთ ამ საკითხს,”– ამბობს მარგველაშვილი.
ცნობისთვის, ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანს 20 დღიანი შვებულება გუშინ ამოეწურა, ის სამსახურში გამოცხადდა და თან განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით დაწერა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქალაქმა 3 მერი გამოიცვალა.