Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნტორმა საჩხერის ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობა შეამოწმა

თარიღი : 31-10-2014, 15:10 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტში მონიტორინგი განახორციელა.

გუბერნატორმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან 9 თვის მუშაობის შედეგები მოისმინა და ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

საჩხერეში მერაბ კოსტავას სახელობის სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარე წელს დასრულდება. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ 277 380 ლარით დაფინანსდა, ხოლო მუხრან მაჭავარიანის სახელობის სკვერისთვის სამუშაოს შესასრულებელი თანხა – 42 416 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

გუბერნატორმა საჩხერ–გაზის, ენერგო–პროს, წყალკანალის, საფინანსო–საბიუჯეტო, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურის, სოციალურ საკითხთა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელებისგან 9 თვის ანგარისი მოისმინა და საზოგადოებასთან ერთად იმსჯელა წარმატებებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე.

შეხვედრის ბოლოს ზაზა მეფარიშვილმა თვითმმართველობებში დაგეგმილი კონკურსის შესახებ საჯარო მოხელეებს დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.


ნანახია: 1713-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გუბერნატორმა აღნიშნული მიზნით სამუშაო შეხვედრები ტყიბულისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში გამართა.
ზაზა მეფარიშვილმა ხარაგაულის რაიონში №1 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
გუბერნატორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ხარაგაულში მშენებარე საკათედრო ტაძარი დაათვალიერა.
სამუშაოების შესასრულებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 323 671 ლარია გამოყოფილი.
გივი ჭიჭინაძემ ხონის მუნიციპალიტეტში დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
გუბერნატორმა ბოლო ორი შეხვედრა ჭიათურასა და ზესტაფონში გამართა.

ამინდი