ქუთაისში 99 მეათეკლასელს კომპიუტერები გადასცეს
თარიღი : 31-10-2014, 12:31 | კატეგორია: ახალი ამბები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქალაქის საჯარო სკოლების 99 მეათე კლასელი კომპიუტერებით დაასაჩუქრეს.
მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ 1 626 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდა, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.