ქუთაისის მერიაში დასაქმების მსურველები ფიქრობენ, რომ კადრებს სუს-ი დააკომპლექტებს

ქუთაისის მერიაში 179 ვაკანტურ თანამდებობაზე ამ დროისთვის 1000-ზე მეტი განაცხადია შესული.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ თვითმმათველობას საჯარო მოხელეობის ათასობით მსურველმა უკვე მიმართა, მათ უმრავლესობას კონკურსის ობიექტურობის არ სჯერათ და ნეპოტიზმის შემთხვევვებს არ გამორიცხავენ.
"ქუთაისის მერიაში კადრების დანიშვნას ახორციელებს სუს-ი. ვიმედოვნებ, რომ მუდმივქმომედი-საკონკურსო საატესტაციო კომისია მათგან თავს დააღწევს და ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს,"- აცხადებს კონკურსანტი ზვიად წაქაძე.
"ვაპირებ, შევიტანო განაცხადი და მივიღო მონაწილოება კონკურსში. ძალიან მინდა, რომ ობიექტური იყოს მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატეტსაციო კომისია. იმედია, წინა წლების მსგავსად მერიაში ახლობლებს არ დაასაქმებენ",- აცხადებს მერიაში დასაქმების მსურველი ნანა კუკულავა.
ადგილობრივ თვითმმართველობაში მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის დავით დვალის თქმით, მერიაში კადრების ნეპოტიზმით დანიშვნა გამორიცხულია, ის კონკურსის გამჭვირვალედ ჩატარების პირობას დებს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში ამ დროსთვის დაახლოებით 800-მდე ადამიანი მუშაობს, რეორგანზიაციის შემდეგ ეს რიცხვი 350-მდე შემცირდება.