ქუთაისის მერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს გაეცნო
თარიღი : 29-10-2014, 15:56 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ქუთაისის მერი შოთა მურღულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ყურადღება გამახვილდა შშმ პირებისთვის აუცილებელ და სასწრაფოდ გადასაჭრელ პრობლემებზე, როგორიცაა, დასაქმება და პანდუსების მოწყობა ადმინისტრაციულ შენობა-ნაგებობებში.ასევე, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოება, რაც ხელს შეუწყობს თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად მისი შესაძლებლობებისა ჩაერთოს მერიის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ტიპის პროგრამაში.
,,მსგავსი ტიპის შეხვედრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, წინგადადგმული ნაბიჯია მათი პრობლემების დროულად გადასაჭრელად. ჩვენ აქტიურად ვხვდებით საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა მათი მოსაზრებები და შენიშვნები მომავალი წლის ბიუჯეტში გავითვალისწინოთ,“-განაცხადა შოთა მურღულიამ