ქუთაისის მერია 2015 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს
თარიღი : 29-10-2014, 15:49 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის კონკრეტული პარამეტრები მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გახდება ცნობილი. ამის შემდეგ ფინანსური დოკუმენტი განსახილველად ქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება.
ქალაქის მერიის საფინანსო სამსახურში აცხადებენ, რომ მათთვის ამ დროისათვის მხოლოდ იმ თანხების მოცულობაა ცნობილი, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება მიმდინარე წელს ცენტრალური ხელისუფლებისგან მიიღებს. კერძოდ, გათანაბრებითი ტრანსფერის სახით ადგილობრივი ბიუჯეტი 30 მილიონ 268 000 ლარს, ხოლო მიზნობრივი ტრანსფერის სახით 488 000 ლარს ელოდება. ქუთაისის 2015 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები კი ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოციალური სფეროს დაფინანსება იქნება.
„2015 წლის ბიუჯეტში კლება არ იქნება, მატებას ველოდებით,“ - ამბობს მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი ირაკლი ავალიანი.
ცნობისთვის, ქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 64 მილიონ ლარს შეადგენს.