Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პროფესიული კოლეჯის სტუდენტებს საერთო საცხოვრებელს გაურემონტებენ

თარიღი : 29-10-2014, 12:47 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
განათლების სამინისტრო ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის გარემონტებას გეგმავს.

საერთო საცხოვრებელში ამ დროისათვის არსებულ ვითარებას და დაგეგმილ სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერის მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

სტუდენტთა საერთო საცხოვრებელში პროფესიულ კოლეჯ „იბერიას“ სტუდენტები განთავსდებიან. აღნიშნული კოლეჯი ქუთაისში მდებარეობს. საშემოდგომო მიღებაზე სასწავლებელში 440 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის 100 სტუდენტი სხვადასხვა რაიონიდან არის.

„არსებული სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი არ არის რეაბილიტირებული. შენობაში არ არის ცხოვრებისათვის საჭირო ყველა პირობა. აქედან გამომდინარე, კოლეჯი ვერ უზრუნველყოფს სტუდენტების საერთო საცხოვრებელში განთავსებას. შენობის რეაბილიტაციის შემთხვევაში, პრობლემა მოიხსნება. ყველა მსურველი უზრუნველყოფილი იქნება ბინით, რაც გაზრდის კოლეჯის კონტინგენტს და მისი საქმიანობის ცნობადობას,“ - ამბობს მინისტრის მოადგილე.


ნანახია: 1858-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე, საცხოვრებელში დაახლოებით 15 სტუდენტი ცხოვრობს.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საერთო საცხოვრებელში ბუნებრივი აირის ბალონის აფეთქებას მოჰყვა.
კოლეჯი პირველია ქვეყნის მასშტაბით, რომელიც კერძო და სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელდა. კოლეჯი წლის განმავლობაში სამშენებლო

ამინდი