ქუთაისის მერი: არავის მივცემთ უფლებას ქალაქის მასშტაბური რეაბილიტაცია შეაჩეროს
თარიღი : 28-10-2014, 11:33 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა მალხაზ ბასილაძემ ქალაქში არსებულ ხიდებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი განახორციელეს. რუსთაველისა და აღმაშენებლის სახელობის ხიდებს რეაბილიტაცია უტარდება. კონკრეტულად, რუსთაველის ხიდზე კეთდება ბორდიული და სავალი ნაწილი, აღმაშენებლის ხიდზე კი -მოაჯირი. სამუშაოებს კომპანია geo construction ასრულებს. პროექტის ღირებულება 103 800 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების თანახმად, ხიდების რეაბილიტაცია 35 დღეში უნდა განხორციელდეს.
,,ამჯერად სამუშაოები საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს. ტენდერში მონაწილე კომპანიამ ვერ შეძლო სამუშაოების შესრულება, 3 თვე გადააცილა დათქმულ; ვადას, ამიტომ ჩვენ მას ხელშეკრულება შევუწყვიტეთ, რაც ნორმალურია და ვფიქრობ, რომ კომპანიები, რომლებიც არ ასრულებენ ჯეროვნად სამუშაოებს და წლობით ავადებენ მას, ტენდერში არ უნდა ღებულობდნენ მონაწილეობას. ჩვენ არ მივცემთ არავის უფლებას ქალაქის ესეთი მაშტაბური განვითარება შეაჩეროს. ქუთაისში ყველა დაგეგმილი პროექტები შესრულდება,“-განაცხადა შოთა მურღულიამ.
ცნობისთვის, აღნიშნულ ხიდებზე სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს ,,გეგი“ ახორციელებდა. კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა. ხელშეკრულების გადაცილებაზე და სამუშაოების თვითნებურად შეწყვეტაზე ,,გეგი“-ს 16 3000 ლარის საჯარიმო სანქციები დაეკისრება. აღნიშნულ საკითხს სასამართლო განიხილავს.