Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერის წასვლას facebook-ზე არჩევენ

თარიღი : 12-09-2013, 17:13 | კატეგორია: სხვადასხვა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის, დიმიტრი კოპალიანის მიერ თანამდებობის დატოვებას შეფასებები სოციალურ ქსელ facebook-ში მოჰყვა.
ქალაქის მერიის ეკონომიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტი მერი კახიანი დიმიტრი კოპალიანის დამსახურებებს იხსენებს.
„ პატიოსანმა, როგორც ადამიანმა და ბრიყვმა, როგორც ქალაქის ერთ-ერთმა პირველმა პირმა დიმიტრი კოპალიანმა ქუთაისისთვის 2 "უმნიშვნელოვანესი" ქმედება ჩაიდინა: 1. მერიიდან დაითხოვა პროფესიონალი საჯარო მოხელეები და 2. უზნეო თენგიზ თოფურიძე დანიშნა პირველ ვიცე-მერად!,“ - წერს კახიანი.
მერის მიერ თანამდებობიდან წასვლას ეხმიანება რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ნატო ქათამაძე.
„კოპალიანმა, ჯერ კიდევ ახლად მოსულმა განაცხადა, -"ქუთაისს არაფერი ეშველება"_ო და კორუფციაში ამხილა ე.წ. "პატრიოტები". ისაუბრა გაუგებარ შეთანხმებებსა და ქალაქის მათეულ გადანაწილებაზე... საპასუხოდ 2-ჯერ იმპიჩმენტით დაემუქრნენ და გუშინ ღამით განცხადება დააწერინეს... ან თავად დაწერა... ცხადია მათნაირი ვერ გახდა და არ მიიღეს... სამწუხაროდ, ასე გაგრძელდება ადგილობრივ არჩევნებამდე მანამ, სანამ "პორტირებული ნაციონალები" (დავესესხები ჩემს ახმეტელ მეგობარს) არ დაკარგავენ გავლენებს ქალაქში,“ - წერს ქათამაძე.
შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანმა სამთვიანი მერობის შემდეგ თანამდებობა დატოვა.


ნანახია: 2228-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერის თანამდებობა ვაკანტური გახდა. მოქმედმა მერმა დიმიტრი კოპალიანმა, რომელიც შვებულებიდან დღეს გამოვიდა,
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატებმა ქალაქის მერის,დიმიტრი კოპალიანის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირეს.
ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის მიერ აღებული 20 დღიანი შვებულება დღეს დასრულდა. როგორც კოპალიანმა ტოპნიუსთან საუბრისას
ქუთაისის მერის თქმით, ის უახლოეს მომავალში არსად წასვლას არ აპირებს.
ქუთაისის ყოფილი მერის დიმიტრი კოპალიანის განცხადებით, მისთვის გაურკვეველია ქალაქის საკრებულოს საქმიანობა.
როგორც ნემსიწვერიძემ ტოპნიუსთან საუბრისას განაცხადა, მერის მიერ თანამდებობის დატოვება მოსალოდნელი იყო.

ამინდი