პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეებმა სამომავლო გეგმები ბაღდათის მოსახლეობას გააცნეს
თარიღი : 27-10-2014, 22:41 | კატეგორია: პოლიტიკა, საზოგადოება

ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სრულყოფილად ფუნქციონირების მიზნით, მოძრაობამ "დაიცავი კონსტიტუციის 48'-ე მუხლი" კამპანია დაიწყო. მოძრაობამ დღეს შეხვედრა გამართა ბაღდათის მუნიციპალიტეტში საინიციატივო ჯგუფთან.
შეხვედრაზე მოძრაობის წევრებმა სამომავლო გეგმებსა და ამოცანებზე გაამახვილეს ყურადღება. აქვე, მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობისა და ჩართულობისათვის იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებში შეხვედრები დააანონსეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრთა განცხადებით, იმერეთის რეგიონის განვითარების ერთ–ერთი პირობა ქუთაისში პარლამენტის სრულად ფუნქციონირებაა. მოსახლეობა ხელისუფლებას კონსტიტუციის 48'-ე მუხლის დაცვისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, კონსტიტუციის 48-ე მუხლში წერია, რომ საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქალაქი ქუთაისი და მისი ადგილსამყოფელის დროებით შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემთხვევაში. ამ დროისათვის კი პარლამენტი საკომიტეტო სხდომებს თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებულ შენობაში მართავს, ხოლო პლენარული სხდომები ქუთაისში მდებარე შენობაში იმართება.