Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფოტოკონკურსი ფულადი პრიზებითა და სიახლეებით ქუთაისის მერიისგან

თარიღი : 27-10-2014, 17:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ფოტოკონკურსს აცხადებს. ფოტოკონკურსის პრეზენტაცია28 ოქტომბერს, 11:00 საათზე ქალაქ ქუთაისის მერიაში (IV სართული, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს დარბაზი) გაიმართება.
საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ქუთაისში. ფოტოკონკურს ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს.
ფოტოკონკურს "ილოს" მიზანია გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები და სტიმული მისცეს ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც პროფესიონალ ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს. კონკურსში გამარჯვებულთათვის – I, II და III ადგილის მფლობელებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები. 2011 წლიდან ფოტოკონკურს "ილოს" ახალი ნომინაცია "ხალხის სიმპატია" დაემატა, რომლის გამარჯვებულიც სოციალურ ქსელwww.facebook.com–ზე მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამსახურის გვერდზე განთავსებული სურათების მოწონებათა რაოდენობით გამოვლინდება. იმავე წლიდან ტრადიციად იქცა კონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.
„წლევანდელი ფოტოკონკურსის სიახლე დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ 2014 წელი ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 26 საუკუნოვანი მეგობრობის აღნიშვნის წლად არის გამოცხადებული. ილო ხახიაშვილი თავისი კოლორიტული ფოტოატელიეთი, სადაც მთელი ქუთაისი იყრიდა თავს, ათწლეულების მანძილზე ერთგვარი ხიდი იყო ამ ორ მეგობრულ ერს შორის. სწორედ აქედან გამომდინარე ფოტოკონკურს „ილოს“ წელს დაემატა რუბრიკა „ებრაული ფერები ქართულ პალიტრაზე“, რომლის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ის ფოტონამუშევრები, რომლებიც ქართულ სინამდვილეში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არქიტექტურასა თუ ადამიანურ პორტრეტებში ებრაელი ერის დამახასიათებელ ხასიათსა და კოლორიტს წარმოაჩენენ ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების და მედიუმის საშუალებით,“ - აცხადებენ კულტურის სამსახურში.


ნანახია: 2540-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიამ ქალაქში ტრადიციადქცეულ ფოტოკონკურსზე ნამუშევრების მიღება დაიწყო.
ფოტოკონკურსი „ილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება.
2011 წლიდან ტრადიციად იქცა ფოტოკონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.
საკონკურსო ნამუშევრები 2013 წლის 30 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე მიიღება, ხოლო შედეგები 2013 წლის 1 ნოემბერს გამოვლინდება.
ლევან ქემოკლიძის ფოტო სოციალურ ქსელ facebook-ის 2432-მა მომხმარებელმა მოიწონა.
ფოტოკონკურსის პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, სურათის მოწონებების მიხედვით სოფო ბობოხიძემ გაიმარჯვა, მისი სურათი სოციალურ ქსელ

ამინდი