ქუთაისში ოჯახს ასახლებენ
თარიღი : 27-10-2014, 13:27 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში მცხოვრებ თუთარაშვილების ოჯახს სახლიდან ასახლებენ.
თუთრაშვილებს კერძო მევახშე 40 000 დოლარს ედავება, თუმცა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ იპოთეკური სესხის სახით დამტკიცებული 18 000 დოლარიდან მხოლოდ 3 000 დოლარი მისცეს.
ოჯახში ამ დროისათვის სამი წევრია, მამა და ორი ვაჟი. ოჯახის წარმომადგენელი კოტე თუთარაშვილის თქმით, მისი დედა აღნიშნულ ამბავზე ნერვიულობას გადაყვა, შესაბამისად, ოჯახი საკუთრების დათმობას და სახლის დატოვებას არ აპირებს.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენლები.