ქუთაისში სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს
თარიღი : 27-10-2014, 00:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, სადარბაზოში პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს.
ავტომშენებლის #25 კორპუსში მცხოვრები მანანა იობიძის თქმით, ბავშვის პოვნიდან რამდენიმე წუთში ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახა.
"მეზობელმა დამიძახა კარებთან რაღაც არის შენთანო. ვიფიქრე ან კატის კნუტი იქნება და ან ძღლის ლეკვითქო. ცელოფანი გადავხსენი და პატარა ჩვილი დავინახე. მაშინვე სასწრაფო და პატრული გამოვიძახე და ბავშვი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს,"- აცხადებს თვითმხილველი მანანა იობიძე.
როგორც topnews.com.ge-ს ბავშვთა საავადმყოფოში განუცხადეს, ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია.