Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"კარგი ხალხი ვცხოვრობთ აქ, რა გახდა ამ ქუჩის გაკეთება"-მოსახლეობა მერიას საყვედურობს

თარიღი : 25-10-2014, 17:55 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მაცხოვრებლები ქალაქის ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

მოსახლეობა განმარტავს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი მოწესრიგებას საჭიროებს, თუმცა საკითხს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ყურადღება არ ექცევა.

ადგილობრივების განცხადებით, მოუწესრიგებელი გზის გამო წვიმის დროს მათ ქუჩაზე წყალი გროვდება, რაც გადაადგილებას უშლის ხელს და მოსახლეობის საცხოვრებელ ეზოებში შედის.

„ნუცუბიძის ქუჩა ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე, აღმაშენებელზე გადის. ჩვენს მახლობლად ყველა ქუჩა გააკეთეს მათ შორის ჩიხებიც და მხოლოდ ჩვენი ქუჩა დარჩა. წვიმის დროს გარეთ ვერ გამოვდივართ. გადაადგილებისთვის ნავი გვჭირდება. ზოგმა ხელი მოიტეხა და ზოგმა -ფეხი. კარგი ხალხი ვცხოვრობთ აქ. რა გახდა ამ ქუჩის გაკეთება. გარშემო ყველა ქუჩა გააკეთეს და მხოლოდ ჩვენი დატოვეს. ფუფუნებას ხომ არ ვითხოვთ,“ - ამბობს ნუცუბიძის ქუჩაზე მცხოვრები ნათელა ჯანელიძე.

ქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს შესასრულებელი სამუშაოების პროექტირებას მოახდენენ, ხოლო თანხების მოძიებას მომავალ წელს შეეცდებიან.


ნანახია: 2476-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც მოსახლეობა ამბობს, ქუჩა ორი კვირის წინ გადაითხარა და სამუშაოები შეჩერდა. ადგილობრივებისათვის ქუჩის გადათხრის მიზეზები
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე ჩატარებული წყლის სისტემისა და გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, გზის ნაწილი
ადგილობრივების თქმით, ათეული წლებია მათ ქუჩაზე გზის საფარი ამორტიზირებულია, რის გამოც წვიმის დროს, ქუჩაში გუბეები დგება და
ქუთაისში, ასათიანის ქუჩაზე მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ქალაქის ქუჩების ნაწილს წყალმომარაგება
მოსახლეობის განცხადებით, წლებია აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი არ არსებობს, რის გამოც ეზამთარში გადაადგილბა შეუძლებელია როგორც

ამინდი