საია-მ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქუთაისში აქცია მოაწყო
თარიღი : 24-10-2014, 18:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის ორგანიზებით ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს.
"ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია", - აღნიშნული სლოგანით მოწყობილ აქციაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აქციას შეუერთდა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული ქალთა კლუბიც. აქციის მონაწილეებ სახელმწიფოს ძალადობის წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრებისაკენ მოუწოდებენ და თვლიან, რომ საზოგადოებრივმა და საგანმანათლებლო ინსტიტუტებმა მეტი უნდა იმუშაონ, ხოლო სახელმწიფო პოლიტიკა უფრო ეფექტური და მოქნილი უნდა გახდეს ქალთა ეკონომიკური უფლებების, საკუთრების უფლების დაცვისა და პოლიტიკური მონაწილეობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.