ქუთაისელი გოგონა: ჩემი მეუღლე ციხიდან მემუქრება, რომ გამოვალ, მოგკლავო

ქუთაისში მცხოვრები 22 წლის ახალგაზრდის თქმით, 6 წლის წინ მომავალმა მეუღლემ ის ცოლად ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით შეირთო. დაქორწინების შემდეგ კი მას ცემდა, აწამებდა და არაადამიანურად ექცეოდა.
როგორც ახალგაზრდა ქალბატონი აცხადებს, გარდა მეუღლისა, მას ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას დედამთილიც აყენებდა და იხსენებს, რომ რამდენიმე კვირის ფეხმძიმე დედამთილმა კიბიდან დააგორა.
„ქმარი ასე მეუბნებოდა, რომ გაწამებ მსიამოვნებსო. ამიტომ დღეში ორჯერ-სამჯერ მცემდა. სახლში საერთოდ არ დადიოდა, როცა მოდიოდა, კიდევ მაგინებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. ერთხელ სტუმრები გვყავდა სახლში. საჭმელს ვაკეთებდი, დამიძახა, სასწრაფოდ მოდიო, ვუთხარი, ერთი წუთი დამელოდე, საჭმელი ჩამეწვებათქო, ამაზე გაბრაზდა, მომვარდა და მითხრა, შენ ჩემი რატომ არ გესმისო და კედელზე ლამის მიმახრჩო. დედამთილიც უარესი მყავდა, მოწონდა, რომ მცემდა მისი შვილი. ერთხელ, დედამთილმა, ფეხმძიმე გოგო კიბედან გადმომაგდო, იმის შემდეგ კი ჯოხით მცემა. ახლა ჩემი მეუღლე ციხეშია. იქედან მითვლის, რომ როცა გამოვალ აუცილებლად მოგკლავო,"- აცხადებს იმერეთში მცხოვრები ახალგაზრდა ქალბატონი, რომლის სახელსა და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ.