Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ მოიგო საწარმოო ტრავმის შედეგად დაშავებულმა მოქალაქემ დავა წლების შემდეგ?

თარიღი : 23-10-2014, 21:06 | კატეგორია: სამართალი   
topnews.com.ge
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატის დახმარებით მოქალაქემ საწარმოო ტრავმის თაობაზე სასამართლო დავა მოიგო. საქმის დეტალებზე სამსახურის ქუთაისის ბიუროში topnews.com.ge-ს შემდეგ განუცხადეს:

„2014 წლის მარტის თვეში იურიდიული დახმარებისათვის მოგვმართა მოქალაქე რ. ქ.–მ ის ითხოვდა იურიდიული დახმარების გაწევას შემდეგ საკითხთან დაკავშირებით ,,1987 წელს მუშაობა დაიწყო ავტოქარხნის საამშენებლო სარემონტო ქარხანაში. 1989 წელს გეგუთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სარემონტო სამუშოების მიმდინარეობისას რ.ქ.-მ მიიღო საწარმოო ტრავმა. მიღებული ტრავმის შედეგად რ.ქ.-მ დაკარგა შრომისუნარიანობა და მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. საწარმოდან მიღებული ტრავმის გამო იმ დროისათვის დაენიშნა 224 მანეთის სიცოცხლის ბოლომდე. იგი ამ დახმარებას იღებდა 1997 წლამდე, ხოლო შემდეგ 2002 წლამდე მას საწარმოდან რაიმე კომპენსაცია საერთოდ არ მიუღია. რ.ქ.-ს სარჩოს მიღება განუახლდა 2002 წლიდან ყოველთვიურად 72 ლარის ოდენობით. სარჩოს გადახდას ახორციელებდა საწარმოს უფლებამონაცვლე სააქციო საზოგადოება. რ.ქ.-ს 2013 წლიდან ისევ შეუწყვიტეს სარჩოს გაცემა. მან რამდენიმეჯერ მიმართა სს-ას სარჩოს გაცემის მოთხოვნით, თუმცა ამას შედეგი არ მოჰქონდა.

რ.ქ.-მ, ვინაიდან მას სხვა გამოსავალი არ დარჩა, გადაწყვიტა სამართლის ძიება დაეწყო და ამისათვის მან მიმართა იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს, სადაც მას დახმარება აღმოუჩინა ამ ბიუროს ადვოკატმა ხვიჩა თავაძემ. ადვოკატმა რ.ქ.-ს ურჩია, რომ მას გაუცემელი სარჩოს მოთხოვნასთან ერთად მოეთხოვა მისთვის დანიშნული სარჩოს საარსებო მინიმუმამდე ანუ 150 ლარამდე გაზრდა, ვინაიდან ამ ადამიანის ერთადერთ შემოსავლის წყაროს სწორედ ეს დახმარება შეადგენდა, ხოლო 72 ლარი ვერანაირად იქნებოდა საკმარისი თავის სარჩენად. ასევე ის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინუმუმის ოდენობას. ასევე გარდა 2013 წლიდან მიუღებელი სარჩოსა მოეთხოვა 1997-2002 წწ-ში მიუღებელი სარჩოს ანაზღაურებაც. საბოლოოდ ადვოკატმა რ.ქ.-სთან შეთანხმებით სასამართლოს წინაშე სწორედ ამგვარად დასვა საკითხი“.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოთხოვნა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2014 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით, სრულად დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა. მოპასუხე სს–ს რ.ქ.–ს სასარგებლოდ დააკისრა ზიანის მიყენების შედეგად გაუცემელი სარჩოს 5276 ლარის გადახდა, ასევე დააკისრა ზიანის მიყენების გამო ყოველთვიური სარჩოს საარსებო მინიმუმის ტოლფასი 150 ლარის გადახდა 2013 წლის სექტემბრის თვიდან.


საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას „ვერდიქტი“, რომელიც სამსახურის საქმიანობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობას ემსახურება. რუბრიკის ფარგლებში სააგენტოს მკითხველი ასევე სამსახურის მიერ წარმოებულ საქმეებსაც გაეცნობა.


ნანახია: 1881-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მ.ნ.-მ გარკევეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლო პრობაციის ბიუროში გამოცხადება გაუარესებული ჯანმრთელობის გამო, თუმცა პრობაციის
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს მორიგი საქმე.
პრობაციის ეროვნული სააგენტო ითხოვდა, რომ არასულწლოვან პრობაციონერ ლ.ყ.-ს პირობითი სასჯელი პატიმრობით შეცვლოდა და დაახლოებით 1
2008 წლისათვის აღნიშნული საწარმო ქუთაისის მერიას გადაეცა. ამ პერიოდიდან მერიამ საწარმოს თანამშრომლებს კუთვნილი ხელფასის გაცემა
ადვოკატმა ვალერი კვანტალიანმა ჩათვალა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არაწორად გამოიყენა არასრუწლოვნის მიმართ პატიმრობა და
პრობაციის ეროვნული სააგენტო ითხოვდა, რომ არასულწლოვან პრობაციონერ მ.ჯ..-ს პირობითი სასჯელი პატიმრობით შეცვლოდა.,

ამინდი