Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, დავით უსუფაშვილს ქუთაისში ბინას სთხოვს

თარიღი : 23-10-2014, 20:44 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი, ქუთაისში ბინის ქირისთვის თანხის გამოყოფას ითხოვს. პარლამენტის წევრის განცხადება დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კომიტეტმა განცხადებაზე დადებითი დასკვნა მიიღო.
როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა აღნიშნა, პარლამენტის წევრის ბინის ქირისთვის გამოყოფილი თანხის დაუბეგრავი რაოდენობა 667 ლარია. აღნიშნული წესი პარლამენტის ხაზინადართა საბჭომ შეიმუშავა და პარლამენტის ბიურომ დაამტკიცა.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის წესს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. აღნიშნული წესის მიხედვით, პარლამენტის წევრის მიერ საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ განცხადება წარედგინება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც თავმჯდომარის დავალებით გადაეცემა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი 7 დღის ვადაში შეისწავლის განცხადების საფუძვლიანობას და პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციას. თუ დეკლარაციაში მითითებულია, რომ პარლამენტის წევრს ქალაქ ქუთაისში აქვს საცხოვრებელი ფართობი, პარლამენტის წევრზე საცხოვრებელი ფართობის ქირავნობისათვის თანხა არ გაიცემა, საბოლოო გადაწყვეტილებას კი იღებს ბიურო.
როგორც აღვნიშნეთ, პარლამენტი დეპუტატის საცხოვრებელი ფართის უზრუნველსაყოფად რეგლამენტის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით ხელმძღვანელობს, თუმცა ალექსანდრე თამაზაშვილი საკუთარ განცხადებაში 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით ითხოვს საცხოვრებელი ფართის ქირას.
პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლი კი პარლამენტის წევრების სავალდებულო სამედიცინო და ნარკოლოგიურ გამოკვლევებს ეხება.

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, დავით უსუფაშვილს ქუთაისში ბინას სთხოვს


წყარო: ლიბერალი


ნანახია: 1868-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიაში ქართული ოცნების წევრის სახლი გაქურდეს.
დოკუმენტის სამუშაო ვერსია პარლამენტის წევრის სტატუსიდან გამომდინარე, დეპუტატის ქცევას ადგენს და წესებს განსაზღვრავს, რაც მან
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში მომზადებული კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, პარლამენტი ქუთაისში რჩება.
არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ
უმრავლესობის წევრის თქმით, ბირჟა, რომელიც პარლამენტის შენობაში განთავსდება, მთელ კავკასიაში ცნობილი იქნება.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლება 2 000 დევნილისათვის 9 ან 16 სართულიანი კორპუსების მშენებლობას აპირებს

ამინდი