Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გასულ წელს პრემია ექვსჯერ გაიცა

თარიღი : 23-10-2014, 20:31 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გასულ წელს გუბერნატორისა და ვიცე-გუბერნატორების პრემეიბზე ჯამში 25 215 ლარი დაიხარჯა. ინფორმაციას ამის შესახებ „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ აქვეყნებს.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, გუბერნატორის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა 2014 წლის მარტის თვეში გუბერნატორის ელექტრონული ფოსტიდან სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული მიმოწერისა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების შესახებ ინსტიტუტის მოთხოვნა. ასევე, უპასუხოდ იქნა დატოვებული მოთხოვნა, ჩანაცვლებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული სახელმწიფო შესყიდვების, აუდიტორული შემოწმების ჩატარებისა და შესაბამისად, დასაქმებულთათვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.

ამასთან, ადმინისტრაციის მიერ, არასრულყოფილად იქნა მოწოდებული ინფორმაცია 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.

მიღებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა რომ, 2013 წელს გარდა პრემიისა, რაიმე სახის სახელფასო დანამატების გაცემას იმერეთის გუბერნატორსა და მის მოადგილეებზე ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება პრემიებს, მხარის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ გასულ წელს პრემია ხუთჯერ აიღო. ჯამში 10 000 ლარის ოდენობით.

გუბერნატორის პირველი მოადგილეზე გოჩა თევდორაძე 1 180 ლარი გაიცა. 920 ლარი აიღო ასევე პირველმა ვიცე-გუბერნატორმა ამირან ძოწენიძემ. პრემიის სახით 6 620 ლარი აიღო ვიცე-გუბერნატორმა ზაზა კიკნაველიძემ, ხოლო მეორე ვიცე-გუბერნატორს გრიგოლ მატარაძეს 6 495 ლარი შეხვდა.

2013 წლის მანძილზე გუბერნიის 45 თანამშრომელზე პრემიის სახით 80 494 ლარი გაიცა, ხოლო შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიამ 5 300 ლარი შეადგინა.


ნანახია: 1893-ჯერ

მსგავსი სიახლეები
„საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ 2013 წელს ქუთაისის მერიასა და საკრებულოში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2015 წელს პრემიის სახით ყველაზე დიდი თანხა 63 960 ლარის ოდენობით, რაჭა-ლეჩუმისა და ქვემო სვანეთის
გუბერნიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დანამატი მიიღო იმერეთის გუბერნატორმა და მისმა ოთხივე მოადგილემ.
2012 წლის განმავლობაში საჩხერის გამგეობაში დასაქმებულ დაახლოებით 200-მდე თანამშრომელზე პრემია 6-ჯერ გაიცა.
2013 წლის განმავლობაში პარლამენტის აპარატის თანამშრომლებზე თანამდებობრივი სარგოებისა და სახელფასო დანამატების გარდა, 2 მილიონ

ამინდი