Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოში 700 კილოგრამამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს

თარიღი : 23-10-2014, 19:03 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული სამმართველოს სპეციალისტებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მდებარე ღია სააქციო საზოგადოება „აკორდ ჯორჯიას" სასადილოში 655 კგ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინეს, რომელსაც ვეტერინარული მოწმობა "ფორმა #2" არ ახლდა.
გარდა ამისა "აკორდ ჯორჯია" ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა, რის გამოც აღნიშნული კომპანია საქართველოს კანონის "სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ კოდექსის" შესაბამისად 500 ლარით დაჯარიმდა. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და სააგენტოს გადაწყვეტილებით შესაბამისი წესების დაცვით განადგურდება. ვეტერინარული მოწმობა "ფორმა#2-ის" გარეშე ხორცის რეალისაზიისთვის კი კომპანია, ასევე, 1000 ლარით დაჯარიმდა.


ნანახია: 1779-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის
სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს.

ამინდი