რუსეთიდან საქართველოში რეგულარული ფრენები 28 ოქტომბრიდან დაიწყება
თარიღი : 23-10-2014, 16:15 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

რუსეთ - საქართველოს შორის რეგულარული ავიარეისების აღდგენის გადაწყვეტილებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო რამდენიმე დღეში მიიღებს და პირველი რეისი, ზამთრის სეზონის დასაწყისშივე, 28 ოქტომბრს შესრულდება.
საქართველოში ფრენის შესაძლებლობა რამდენიმე რუსულ ავიაკომპანიას ექნება. ამ დროისათვის ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველოში ფრენის ნებართვის მოთხოვნით სააგენტოს „აეროფლოტმა" და „ მეტროჯეტმა" მიმართეს, სხვა კომპანიები ჯერ არ სახელდებიან.
"თვის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელ კომპანიას მივცემთ უფლებას და რომელს არა. განაცხადი შემოტანილია, მაგრამ ეგ ბევრს არ ნიშნავს. განაცხადის შემოტანის მერე მიმდინარეობს განხილვა, კომპანიის შესწავლა და მას მერე მოხდება დაშვება. რამდენიმე კომპანია გამნვიხილეთ უკვე მათ შორის "აეროფლოტი", ზამთრის სეზონი იწყება თვის ბოლოდან და ამ სეზონიდან ჩვენ რამდენიმე კომპანიას მივცემთ ფრენის უფლებას. ჯერ-ჯერობით არ მაქვს გადაწყვეტილი რომელს მიეცემა უფლება. რამდენიმე კომპანია იქნება ასეთი", - აცხადებს ჯალაღონია.
წყარო: commersant.ge