პარლამენტის ქუთაისში დასარჩენად ქალაქში ახალი კამპანია იწყება
თარიღი : 23-10-2014, 13:00 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის დასარჩენად ახალი ორგანიზაცია “დაიცავი კონსტიტუციის 48-ე მუხლი“- ჩამოყალიბდა.
ორგანიზაციის წევრთა განმარტებით, ქვეყნის თანაბარი განვითარების პირობა საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირებაა.
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის წევრებმა სამომავლო გეგმები გააჟღერეს. „კონსტიტუციის 48-ე მუხლი“ ახალგაზრდებთან და თემატურ ჯგუფებთან შეხვედრასა და პარლამენტის როლზე მათთან შეხვედრებს გეგმავს.
„ჩვენ მუდმივად გვესმოდა დეპუტატების კრიტიკა რომ ქუთაისი მოუწესრიგებელია და აქ ვერ იღებდნენ საპარლამენტო დელეგაციებს. ამგვარი კრიტიკით ჩვენ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ. ხშირად უთქვამთ, რომ თბილისი-ქუთაისის გზა იყო დამღლელი და ხარჯს წარმოადგენდა. სამაგიეროდ, ხარჯი გაიღეს თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის რემონტზე და 3 500 დოლარი გადაიხადეს ერთ გორგოლაჭიან სკამში, რომელიც თურმე დეპუტატებს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ჩვენ მოვუწოდებთ დეპუტატებს, რომ ნუ დარღვევენ კანონს,“ - ამბობს ჟურნალისტი ქეთი ბერძენიშვილი.
პარლამენტის ქუთაისში დარჩენის მომხრეთა განცხადებით, ქალაქში მდებარე პარლამენტის შენობა თვეში მხოლოდ 6 დღე არის დატვირთული, რაც ქალაქისათვის ტრაგედიას წარმოადგენს.