ყირიმ-კონგოს ცხელებით ბაღდათში 49 წლის მამაკაცი დაიღუპა
თარიღი : 22-10-2014, 19:09 | კატეგორია: ახალი ამბები

ყირიმ-კონგოს ცხელებით ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში 49 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.
მამაკაცის გარდაცვალების ფაქტი გუშინ დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში აცხადებენ, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი ექიმისათვის დაგვიანებული მიმართვა გახდა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყირიმ-კონგოს სახელით ცნობილი დაავადებით მხოლოდ 2014 წელს 17 ადამიანი დასნეულდა, მათგან სამის გადარჩენა ვერ მოხერხდა.