Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონის ექიმები თავდაცვისთვის სწავლებებს გადიან

თარიღი : 22-10-2014, 17:21 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ორგანიზებით, იმერეთის რეგიონში მოქმედი მედიკოსები გადამზადებებს გადიან.

მედიკოსებს სწავლებები ებოლას ვირუსით გამოწვეულ დაავადებების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების მიზნით უტარდებათ.

სამმართველოს წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ ქუთაისში არსებულ თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულების ექიმს.

სწავლების ფორმატში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთლობის ეროვნული ცენტრის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეო ლექციების ჩვენებისა და განხილვის გარდა, მედპერსონალი პირადი დაცვის აღჭურვილობის სწორი გამოყენების შესახებ ინსტრუქტაჟსაც გადის.

სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე განმარტავს, რომ ვირუსის შემთხვევაში ექიმები რისკის ქვეშ მყოფ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, რადგან მათ პაციენტთან კონტაქტი უწევთ.

ქუთაისის შემდეგ შეხვედრები იმერეთის 11 მუნიციპალიტეტის მედიკოსებთან გაგრძელდება.

ცნობისთვის, ებოლა წარმოადგენს ჰემორაგიულ ცხელებას. ის იშვიათი დაავადებაა, თუმცა ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით ვირუსით ავადდებიან ადამიანები, პრიმატები და წყვილჩლიქოსნები.მისი მკურნალობის მეთოდი და ვაქცინა არ არსებობს.დასავლეთ აფრიკაში ეპიდემიის დაწყებისთანავე აშშ-მა კანადურ ფარმაცევტულ კომპანიას ებოლას ცხელების ვაქცინის ადამიანზე შეზღუდული გამოცდის უფლება მისცა. ამერიკის ხელისუფლების დაფინანსებით შექმნილი ვაქცინა უკვე წარმატებით გამოცადეს მაიმუნებზე.

პირველად ვირუსი დაფიქსირდა 1976 წელს ეკვატორულ სუდანსა და ზაირში. სუდანში დაინფიცირებული 284 ადამიანიდან დაიღუპა 151, ზაირში კი 318 დაავადებულიდან 280 გარდაიცვალა. ვირუსის პირველი იდენტიფიცირება მოხდა ზაირში მდინარე ებოლას ხეობაში, საიდანაც გაჩნდა ვირუსის სახელწოდება.

ვირუსი ვრცელდება ლორწოვანი გარსით და კანის მიკრბოდაზიანებებით. კანადელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტებით დაადასტურეს, რომ ვირუსი შესაძლებელია კონტაქტის გარეშეც გადაეცეს.


ნანახია: 1723-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გრიპის ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მატება ბოლო დღეების განმავლობაში არ შეინიშნება.

ამინდი