Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პრემიერის ინიციატივით ქუთაისის ნაგავსაყრელზე ხეები დაირგო

თარიღი : 22-10-2014, 12:32 | კატეგორია: ახალი ამბები   
ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა 400 ძირი ხე დარგეს.
ხეების დარგვა ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით და პრემიერის ინიციაიტივის ფარგლებში განხორციელდა.
კვიპაროსისა და ვერხვის ხეების რიგი ქალაქში ქარსაცავი ზოლის ფუნქციას შეასრულებს, რაც „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“დირექტორის გიორგი შუხოშვილის განცხადებით, ძლიერი ქარის დროს ნაგავსაყრელიდან ნარჩენების მიმდებარე ტერიტორიაზე გაფანტვას ხელს შეუშლის.
„ამასთან, პოლიგონზე ხეების დარგვა ხელს შეუწყობს ქალაქის გამწვანების პროცესს,“ - ამბობს გიორგი შუხოშვილი.
„მადლობა მინდა გადავუხადო ინფრასტუქტურის სამინისტროს და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ქუთაისის ყველაზე დიდი თავის ტკივილის მოწესრიგებისათვის,“ - აცხადებს ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი.
ცნობისთვის, „მწვანე მომავლის“ ფარგლებში საქართველოში უკვე 200 000 ძირი ხე დაირგო.


ნანახია: 786-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ნიკეას ნაგავსაყრელი ექსპლუატაციაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის
დასუფთავების აქცია კამპანიის-'სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა'.
მსგავსი ტიპის აქციები სხვა მუნიციპალური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებზეც გაიმართება.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის
ახლო მომავალში, იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისთვის ერთი ნაგავსაყრელის მოწყობა იგეგმება
, ქუთაისის ნაგავსაყრელი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაგავსაყრელია საქართველოში. მისი მოწესრიგება წლების განმავლობაში ვერ
მურღულია იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ქალაქი სახალწლოდ შესაბამისად ვერ მოირთო.
ქუთაისს საახალწლოდ ახალი განათებები ექნება
მერიას გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა დაევალა.

ამინდი