ქუთაისის მერიაში ხელფასების ზრდას ადგილობრივები და ოპოზიციური პარტიები აპროტესტებენ

ქუთაისის მერიაში საჯარო მოხელეების ხელფასები იზრდება. ქალაქის საკრებულომ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა. განყოფილების უფროსებს და მათ მოადგილეებს ხელფასები ნოემბრიდან, სხვა საშტატო ერთეულებს კი, იანვრიდან გაეზრდებათ. ცვლილების მიხედვით, საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგო 10-15%-ით მოიმატებს. ხელფასის მომატებას, როგორც ქალაქის საკრებულოში, ასევე საკრებულოს მიღმა მყოფი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აპროტესტებენ.
"ეს მომატებული ხელფასების თანხა, რომ მოხმარებულიყო განვითარების პროექტებს და ინფრასტრუქტურას გაცილებით უფრო კარგი სიტუაცია იქნებოდა ჩვენს ქალაქში. წლების განმავლობაში იმას ამბობდნენ, რომ ქუთაისის შემოსავლების 25 % მერიაში დასაქმებულთა ხელფასებში იხარჯებაო და ესენიც ამას აკეთებენ,"- აცხადებს ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბესიკ ბრეგაძე.
" ეს არის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. ათასობით ადამინს ტოვებენ სრულიად იმედგაცრულებულს, რომლებსაც ეგონათ, რომ "ოცნება" მათ რაიმეს გაუკეთებდა. მე ვფიქრობ, რომ ქუთაისის სოციალური ფონის გათვალისწინებით მათ ხელფასების გაზრდა არ უნდა გაებედათ,"- აცხადებს ქუთაისის საკრებულოს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი სამსონ გუგავა.
"ყოველდღიურად ათობით ადამიანი მირეკავს, რომ პურის ფული არ აქვს და ოჯახის რჩენა არ შეუძლია. ესენი კი იმის მაგივრად, რომ იფიქრონ, თუ როგორ დაასაქმონ ხალხი და მათ არსებობის საშუალება მისცენ ხელფასების გაზრდით არიან დაკავებულები. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ნამდვილად არ ოცნებობდა ქუთაისელი ამომრჩეველი,"- აცხადებს პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის რეგიონული ორგანზიაციის თავმჯდომარე გოგი წულაია.
თვითმმართველობის ორგანოში ხელფასების გაზრდა მიუღებელია ქუთაისის მოსახლეობისთვისაც. ადგილობრივები ქალაქში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე საუბრობენ.
"მშიერები ვიხოცებით ხალხი ესენი კიდევ ხელფასებს იზრდიან? ქარხნების აშენებას და ტარიფების შემცირებას გვპირდებოდნენ და ამათმა ეს დანაპირები შეატრიალეს და ხელფასები გაიზარდეს,"- გვითხრა ადგილობრივმა მერი ფრუიძემ.
"ჩვენ გვპირდებიან, რომ პენსიას 5-10 ლარით გაგვიზრდიან და ესენი კიდევ ათსობით ლარით იზრდიან ხელფასებს. უკვე დავრწმუნდი, რომ ყველა მთავრობა უნამუსოა,"- ამბობს თემურ მაისურაძე.
"საჯარო ბიბლიოთეკაში ვმუშაობ და ძალიან დაბალი ხელფასები გვაქვს. შეუსაბამო ხელფასები ნამდვილად არ უნდა იყოს სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებულებსა და მერიაში მყოფ საჯარო მოხლეებს შორის,"- აცხადებს ლუიზა გოგოხიძე.
განსხვავებული პოზიცია აქვთ ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებაში. მერიაში მომდევნო თვეებში ხელფასების მომატებას ადასტურებენ, თუმცა განმარტავენ, რომ თანამდებობრივი სარგოს მომატება ჩატარებული რეორგანიზაცის ხარჯზე მოხდება. მათივე განცხადებით, საშტატო ერთეულის შემცირების შედეგად, გაცემული ხელფასის წლიური მოცულობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია.